Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 


განაცხადები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხ. ბმულზე.